მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს

ბათუმში, გამოცემა ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და პოლიტიკოსები იმყოფებიან.

შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა, მზია ამაღლობელისა და აქციების დროს დაკავებულთა დროული გათავისუფლება მოხდეს. ამასთან, შეკრებილები აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის, ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეჩერებასაც ითხოვენ.

“ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყოს, არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტზე. ახლა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზეა დაწყებული გამოძიება, ეგ არის მსუბუქი დანაშაული, ძალიან მსუბუქი... სინამდვილეში ირაკლი დგებუაძის ქცევა, არის არაადამიანური მოპყრობა. ვითხოვთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაიწყოს. მანამდე, მას აუცილებლად უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება.

ამის გარდა, ასევე მნიშვნელოვანი თემაა ოპერატორ გურამ მურვანიძის საკითხი, მისი დაკავება ნებისმიერი ჟურნალისტისთვის საფრთხეა, რადგან თქვენ, მე ან ნებისმიერი ოპერატორი, შეიძლება ირაკლი დგებუაძეს არ მოეწონოს, თვალში არ მოუვიდეს, ან, რომლის განეიტრალება მოუნდება, დააკავოს ჯერ 48 საათით გამოკეტოს იზოლატორში, მერე ივანიშვილის სასამართლოს დახმარებით 8-10 დღე მიუსაჯოს, რაც გურამ მურვანიძის შემთხვევაში მოხდა, ირაკლი დგებუაძის არასწორი და არაკანონიერი მითითებით.

გურამ მურვანიძემ დაკავებისას განუცხადა, რომ გამოცემა “ბათუმელების” თანამშრომელია, მაგრამ დააკავა იმიტომ, რომ “ბათუმელების” თანამშრომელია.

ამაზე ცალკე საჩივარი არის შესული, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გენერალურ პროკურატურაში, ასევე შინაგან საქმეთა გენინსპექციას მივმართეთ. ამაზე ცალკე ვითხოვთ, ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, არ შეიძლება ქალაქს ასეთი პოლიციის უფროსი ჰყავდეს”, - აცხადებს გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს