აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეები 58-ე დღეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან.

მათი განცხადებით, მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება, ასევე, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნაა.

„58 დღეა სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ, ამ ბრძოლას მნიშვნელოვანი მოთხოვნა დაემატა, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს.

დაიჭირეს მოქალაქეები, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. ადამიანები, რომლებიც საპატიმროებიდან გამოვიდნენ, არა შეშინებულები არამედ, უფრო მეტი მუხტით და ბრძოლის ჟინით არიან ჩვენთან ერთად“, - აცხადებენ შეკრებილები.

საპროტესტო აქციას ჟურნალისტები მარშით შეუერთდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს