ლევან მგალობლიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სრულფასოვანი განათლების მისაღებად საჭირო ყველა აუცილებელი პირობა ჰქონდეთ შექმნილი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, სრულფასოვანი განათლების მისაღებად საჭირო ყველა აუცილებელი პირობა ჰქონდეთ შექმნილი და მათი განათლების ხარისხი სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ, მიმდინარე წელს, ამ მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედ აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებულ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად დაფასებული გახდეს.

„მინდა, თითოეულ თქვენგანს, მადლობა გადაგიხადოთ უანგაროდ გაწეული შრომისთვის და მიმაჩნია, რომ პედაგოგის საქმიანობა უფრო მეტად დაფასებული უნდა იყოს, რადგან უდიდესია თქვენი წვლილი ჩვენი ქვეყნისთვის, ღირსეული მომავალი თაობების აღზრდისა და განვითარების საქმეში“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს