სპეციალური პენიტენციური სამსახური ნიკა კაციაზე - ბრალდებული სრულადაა უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით - მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე

სპეციალური პენიტენციური სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ჟურნალისტს, ნიკა კაციას საპატიმრო დაწესებულებაში უფლებები ჰქონდა შეზღუდული. როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული ნიკა კაცია სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ბრალდებულ ნ.კ.-ს უფლებების თითქოს შეზღუდვის შესახებ.

გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ნ.კ. სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით.

შესაბამისად, მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სამსახურის დისკრედიტაციას.

თითოეული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლების განუხრელი დაცვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მთავარი პრიორიტეტია.

მოვუწოდებთ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჯარო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა კაციას პენიტენციურ დაწესებულებაში არ უზრუნველყოფენ საკვებით, მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხით კი სხვა მსჯავრდადებულები სარგებლობენ, რაც დაუშვებელია ბრალდებულ/მსჯავრდადებულთა დასჯის მიზნით არათუ საკვების მიცემაზე უარის თქმა, არამედ მათი კალორიულობის შემცირებაც კი, ეს შესაძლოა, წამების/არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს შეიცავდეს. აღნიშნულის გამო არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა ნიკა კაციას არაადამიანურ საპატიმრო პირობებზე რეაგირება მოეხდინა.ამასთან, კაციას მიმართ უფლებების დარღვევაზე ისაუბრა ადვოკატმა, ნანა ლომინაძემ. მისი თქმით, ბრალდებულს ორჯერ მოუწია ცივი წყლით ბანაობა, ასევე საკანში გაუთიშეს გათბობა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ნიკოლოზ კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა