„ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი ქალი ჯარისკაცი - კარინა არიევი, ნაამა ლევი, დანიელა გილბოა და ლირი ალბაგი გაათავისუფლა.

მძევლები „წითელმა ჯვარმა“ ისრაელის თავდაცვის ძალებს გადასცა.

სანაცვლოდ, ისრაელი 200 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ გასულ კვირას სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. შეთანხმების პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი