Cybernews - საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადმა მონაცემებმა ინტერნეტში გაჟონა

საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადმა მონაცემებმა გაჟონა, - ამის შესახებ სტატიას გამოცემა Cybernews-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ბაზა Cloud-ზე გამოჩნდა, შემდეგ კი მოულოდნელად გაქრა. დაუცველი მონაცემთა ბაზა კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა, ბობ დიაჩენკომ აღმოაჩინა.

Cybernews-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები გერმანიაში დაფუძნებული Cloud სერვისის პროვაიდერის სერვერზე იყო განთავსებული. მონაცემთა ერთი ბაზა დაახლოებით 5 მილიონი ადამიანის პირად ინფორმაციას შეიცავდა, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ 7 მილიონ სატელეფონო ჩანაწერს, ასევე 1,45 მილიონი ავტომობილის მფლობელის პირად ინფორმაციას აერთიანებდა. მონაცემები შეიძლება ასლებსა და გარდაცვლილების შესახებ ჩანაწერებსაც შეიცავდეს.

სენსიტიური მონაცემები შემდეგ ჩანაწერებს შეიცავდა: პირადობის მოწმობის ნომერს, სრულ სახელსა და გვარს, დაბადების თარიღს, სქესს, დაზღვევის ნომრებს, ტელეფონის ნომერს მისი მფლობელის აღწერითი ინფორმაციით.

„როგორც ჩანს, მონაცემები შეგროვდა მრავალი წყაროდან, მათ შორის სამთავრობო ან კომერციული მონაცემთა ბაზებიდან და ნომრების საიდენტიფიკაციო სერვისებიდან“, - განაცხადა დიაჩენკომ.

მისი თქმით, მონაცემების გამოყენება როგორც პოლიტიკური, ისე კრიმინალური მიზნებისთვის შეიძლება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს