ნონა ქურდოვანიძე - მიუხედავად იმისა, რომ მზია ამაღლობელი ბევრ თხოვნას იღებს შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, იმდენად დიდია უსამართლობა, რომელსაც განიცდის, რომ მას ვერ წარმოუდგენია ამასთან თანაზიარობა

მიუხედავად იმისა, რომ მზია ამაღლობელი ბევრ თხოვნას იღებს შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, იმდენად დიდია უსამართლობა, რომელსაც განიცდის, რომ მას ვერ წარმოუდგენია ამასთან თანაზიარობა, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობს 12 იანვრიდან. არის სრულ შიმშილობაზე.

„სრული შიმშილობა ნიშნავს, რომ ის იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს.

შიმშილობა ოფიციალურად არის დადასტურებული ციხის ადმინისტრაციის მხრიდან.

შიმშილობის დაწყების შემდგომ, მოქმედებას იწყებს შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია მუდმივი ზედამხედველობა ჰქონდეს მოშიმშილის მდგომარეობაზე.

შიმშილობამ შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. მზიამ იცის ჯანმრთელობის ფასი და მოსალოდნელი ზიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თხოვნას იღებს შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, იმდენად დიდია უსამართლობა, რომელსაც განიცდის, რომ მას ვერ წარმოუდგენია ამასთან თანაზიარობა.

კიდევ ერთხელ, თავს ვალდებულად ვთვლი გავიმეორეო მისი დანაბარები, რომ ის არ შიმშილობს შეღავათების მისაღებად. ესაა მისი პროტესტი უსამართლობაზე“, - წერს ნონა ქურდოვანიძე.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს