გიორგი ვაშაძე - გაერო განსხვავებული ტიპის ორგანიზაციაა, რომელიც ავტორიტარულ, დიქტატორულ, ყველა ტიპის სახელმწიფოსთან ურთიერთობს და მოქმედებს - მისი მანდატიც ესაა, რომ ყველა ტიპის რეჟიმებთან აწარმოოს ურთიერთობა

გაერო-ს გენერალური მდივნის ამ წერილში განსაკუთრებული არაფერი არ არის, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიერ ირაკლი კობახიძისა და მიხეილ ყაველაშვილისთვის მილოცვას.

ვაშაძის თქმით, ეს მილოცვა ლეგიტიმაციის მინიჭებას არ ნიშნავს.

„ზოგადად, გაერო განსხვავებული ტიპის ორგანიზაციაა, რომელიც ავტორიტარულ, დიქტატორულ, ყველა ტიპის სახელმწიფოსთან ურთიერთობს და მოქმედებს. მისი მანდატიც ესაა, რომ ყველა ტიპის რეჟიმებთან აწარმოოს ურთიერთობა. პირდაპირ გეტყვით, ვერ ნახავთ, რომ გაერო-სთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული სამუშაო გვქონდა, პოლიტიკურ პარტიებს ვგულისხმობ, რომლებიც არაღიარებაზე აქტიურად ვმუშაობთ. თუ მეკითხებით ეს რამეს გამოიწვევს თუ არა აღიარების კუთხით, პირდაპირ გეუბნებით - არა. ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია და სერიოზული ჩიხია, არეულობა, უბედურება მოიტანეს და ერთადერთი, რაც ამას უშველის ახალი არჩევნებია, სხვა არაფერი",- განაცხადა ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები