ლევან დავითაშვილი - აბუ-დაბიში პრემიერის ვიზიტისას დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა მსოფლიოში წამყვან დეველოპერულ ჯგუფთან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება

აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა მსოფლიოში წამყვან დეველოპერულ ჯგუფთან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში განხორციელდება რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან საქართველოს ტრადიციულად აქვს მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ისე ეკონომიკური კუთხით.

მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რეგიონში, რომელმაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ე.წ. ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

„ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები ამ ქვეყანასთან. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი ლეგალური საფუძველი იმისთვის, რომ გავზარდოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო მიმართულებით ვითანამშრომლოთ უფრო მჭიდროდ. ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში განხორციელდება რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია. ვფიქრობ, ეს მთლიანად შეცვლის საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე სურათს. ეს იქნება დემონსტრირება იმისა, რომ საქართველო არის საიმედო, სანდო საინვესტიციო პარტნიორი და ვფიქრობ, რომ ხარისხობრივადაც გააუმჯობესებს ეკონომიკის ძალიან დინამიურ მიმართულებას. ასევე ჩვენ გვექნება შეხვედრები უმაღლეს დონეზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით. საქართველოში უკვე ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები სახელმწიფო კომპანიის მხრიდან. ეს არის “აბუ-დაბი პორტს გრუპი” , რომელიც სახელმწიფო საინვესტიციო ჯგუფის ნაწილია. ეს არის აბუ-დაბის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელიც თბილისში მშრალ პორტს ამთავრებს და მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის გახსნა, რადგან სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ამაზე ჩვენ რამდენიმე წელია, ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად. ასევე ჩვენ გვექნება შეხვედრები კომპანიის წარმომადგენლებთან იმაზე, რომ გაფართოვდეს მათი წარმომადგენლობა საქართველოში და უმნიშვნელოვანეს, უმსხვილეს, ლოგისტიკურ სატრანსპორტო მიმართულებებში ჩვენ ვიხილოთ დამატებითი ინვესტიციები აბუ-დაბიდან. ასევე ჩვენ ვთანამშრომლობთ ენერგეტიკის მიმართულებით, მათ შორის განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკულ პროექტებში ჩვენთან წარმოდგენილია „მასდარი". აქაც ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ხელშეკრულების დასრულების ეტაპზე, რადგან წინასწარი კვლევები უკვე დავასრულეთ. არსებობს პროექტი, რომელიც ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად ინტენსიურად ვითარდება. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის