დონალდ ტრამპი კოლუმბიას სანქციებს და ტარიფებს უწესებს მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დეპორტირებული მიგრანტების მიღებაზე უარი განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კოლუმბიას დაუწესებს ყოვლისმომცველ საპასუხო ზომებს, მათ შორის ტარიფებს და სანქციებს, მას შემდეგ რაც სამხრეთ ამერიკულმა ქვეყანამ უარი თქვა მიეღო ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტებით, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს უარი ავიარეისების მიღებაზე საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კოლუმბიის ამ ნაბიჯზე საპასუხო ზომები მოიცავს 25%-იანი ტარიფის დაწესებას აშშ-ში შესულ კოლუმბიურ საქონელზე, რომელიც ერთ კვირაში 50%-მდე გაიზრდება, კოლუმბიის მთავრობის წარმომადგენლებისთვის მოგზაურობის აკრძალვას და ვიზის გაუქმებას და საგანგებო სახაზინო, საბანკო და ფინანსურ სანქციებს.

„ეს ზომები მხოლოდ დასაწყისია. არ დავუშვებთ, კოლუმბიის მთავრობამ დაარღვიოს თავისი კანონიერი ვალდებულებები იმ კრიმინალების მიღებასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლებიც შეერთებულ შტატებში შემოუშვეს“, - დაწერა ტრამპმა.

კოლუმბია, აშშ-ის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი ლათინურ ამერიკაში, ტრამპის გადაწყვეტილებას სწრაფად გამოეხმაურა და ამერიკულ საქონელზე 50%-იანი ტარიფის დაწესებით დაიმუქრა. მოგვიანებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ X-ზე დაწერა, რომ მან ვაჭრობის მინისტრს დაავალა აშშ-ის იმპორტზე ტარიფები 25%-ით გაეზარდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა