გია ჯაფარიძის განცხადებით, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ, დეპუტატები არ არიან და შესაბამისად, დეკლარაციის შევსებას არ აპირებენ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსებას არ აპირებენ.

როგორც ბრიფინგზე პარტიის წევრმა, გია ჯაფარიძემ განმარტა, ანტიკორუფციული ბიურო „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დეკლარაციის შევსებას სთხოვს, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს.

მისი თქმით, ენმ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს, ისინი დეპუტატები არ არიან და შესაბამისად, მათი მხრიდან დეკლარაციის შევსება არაგონივრულია.

„ჩემთვის უცნობი ნომრიდან მივიღე ზარი, თავი წარადგინეს როგორც ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა და მითხრეს, რომ რაღაც დეკლარაცია მაქვს შესავსები როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს. მე მაქვს დაწერილი განცხადება მანდატის დატოვების შესახებ. არაერთხელ მითქვამს, რომ არ ვცნობ ამ პარლამენტის უფლებამოსილებას, გამომდინარე იქიდან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო მასობრივად და ტოტალურად გაყალბებული. ეს პარლამენტი ვერანაირად ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად. მე არ დავდივარ პარლამენტში, არ ვიღებ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში, არ მერიცხება სახელფასო ანაზღაურება, არ მაქვს დადებული საქართველოს პარლამენტის წევრის ფიცი, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სრულიად არაგონივრულია შევასო დეკლარაცია, რომლის შევსებასაც მთხოვონ. იგივე წარმატებით ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია დამაბრალოს, რომ ვარ ან ზებრების მეჯინიბე, ან ლემურების მანდატურთუხუცესი და მთხოვოს დეკლარაციის შევსება,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს