პაატა იმნაძე - საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში, მეოთხე ადგილზეა - ძალიან ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა გვაქვს

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში, მეოთხე ადგილზეა - ძალიან ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა გვაქვს. სამწუხაროდ, მშობლების გარკვეული ნაწილი თავს იკავებს და არ ცრის ბავშვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები, რომ ვაქცინაცია, თითქმის 100%-ით იცავს ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან.

„საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში, მეოთხე ადგილზეა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი პრევენცია, ამისთვის კი არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები რომ ვაქცინაცია, თითქმის 100%-ით იცავს ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან. ასევე სხვა ლოკალიზაციის კიბოს განვითარებისგან, რაც დაკავშირებულია პაპილომავირუსთან. ასევე მამაკაცებში ვაქცინა იცავს, მათ შორის გარკვეული ტიპის კიბოებისგან,რომელიც შეიძლება განვითარდეს სასქესო ორგანოებზე.

რა თქმა უნდა, კიბოს პირველი პრევენციის საშუალება არის ვაქცინა. საქართველოში ახლა უკვე ხელმისაწვდომია აპვ-ის საწინააღმდეგო 9-ვალენტიანი (კომპონენტიანი) ვაქცინა, რომელიც ვირუსის 9 შტამისგან იცავს. აპვ-ის 9-ვალენტიანი, რეკომბინანტული ვაქცინა „გარდასილი 9“ პრეკვალიფიცირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

ეს არის ძალიან ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის ეს ვაქცინა პოპულარული, გვესაჭიროება ამ ვაქცინის პოპულარიზაცია. ეს არის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა და მშობლების ნახევარი თავს იკავებს და არ ცრის ბავშვს”, - აღნიშნა იმნაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა