ისრაელის საელჩომ და საქართველოს პარლამენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გამართეს

დღეს ისრაელის საელჩომ და საქართველოს პარლამენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გამართეს.

როგორც ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატები, ებრაული თემის წევრები და აკადემიური წრის წარმომადგენლები.

„წელს, ჩვენ ასევე აღვნიშნავთ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების მე-80 წლისთავს და ვიხსენებთ, როგორც ომის დასრულების სიხარულს, ასევე იმ ტკივილსა და ტანჯვას, რაც ომს გადარჩენილმა და გათავისუფლებულმა ხალხმა გამოიარა. თავის სიტყვაში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა ისაუბრა ჰოლოკოსტზე, როგორც კაცობრიობის უნივერსალურ გაკვეთილზე. განუზომელ დანაკარგებზე და ექვს მილიონ დაღუპულ და მოკლულ ებრაელზე. ელჩმა ხაზი გაუსვა ანტისემიტიზმის შემაშფოთებელ ზრდას მთელ მსოფლიოში, მათ შორის მსგავს ტენდენციებს საქართველოში და აღნიშნა, რომ ამ პროცესში უდიდესი და კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, განსაკუთრებით როდესაც მომავალ თაობებზე ვსაუბრობთ. საქართველოში, სადაც ტოლერანტობა დიდი და საამაყო მემკვიდრეობაა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ფასეულობების შენარჩუნება.

ჰადას მეიცადმა ასევე ისაუბრა დღევანდელ მწარე რეალობაზე, გაიხსენა 470 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ტყვედ მყოფი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სიხარული და იმედი გამოთქვა დარჩენილ ტყვეთა სწრაფ გათავისუფლებაზე.

ცერემონიაზე ასევე აღინიშნა საქართველოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პირველი სახელოვნებო კონკურსის დაწყების შესახებ, რომელიც ისრაელის საელჩომ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩაატარა. ამ კონკურსის ფარგლებში 250-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ მთელი საქართველოდან შექმნა ნამუშევრები ჰოლოკოსტის თემაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს