ნიკა გვარამია - ჩვენს კოალიციას მანდატებზეც უარი აქვს ნათქვამი, საბიუჯეტო დაფინანსებაზეც და დღეს გამოვაცხადეთ, რომ არ შევავსებთ ქონებრივ დეკლარაციას, იმიტომ, რომ ჩვენ არ მივიჩნევთ საკუთარ თავს საქართველოს პარლამენტის წევრებად

ჩვენს კოალიციას მანდატებზეც უარი აქვს ნათქვამი, საბიუჯეტო დაფინანსებაზეც და დღეს გამოვაცხადეთ, რომ არ შევავსებთ ქონებრივ დეკლარაციას, იმიტომ, რომ ჩვენ არ მივიჩნევთ საკუთარ თავს საქართველოს პარლამენტის წევრებად, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია, რომ საერთაშორისო არენაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ იქნეს აღიარებული.

„ოპოზიცია არის იქ, სადაც სამუშაოა პოლიტიკური პარტიების. ოპოზიცია მონაწილეობს აქციებში, როგორც მოქალაქეები. იმიტომ, რომ ეს არის მოქალაქეების აქცია. უფრო მეტი არის თუ არა ოპოზიციის მიერ გასაკეთებელი, თუ ეს შეკითხვა ჟღერს, მე ვიზიარებ დამოკიდებულებას, რომ დიახ, უფრო მეტია გასაკეთებელი, მაგრამ მთავარი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის საერთაშორისო კონტაქტების გამოყენება ბოლომდე, რათა ეს რეჟიმი აღიარებული არ იქნეს. ამასთან, გარკვეულწილად სამუშაოა შიდა საკითხებზე, რომელიც ასევე უკავშირდება პოლიტიკურ არაღიარებას თვით გამოცხადებული ხელისუფლების.

ჩვენს კოალიციას მანდატებზეც უარი ნათქვამი აქვს, ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებაზეც და დღეს გამოვაცხადეთ, რომ არ შევავსებთ ქონებრივ დეკლარაციას, იმიტომ, რომ ჩვენ არ მივიჩნევთ საკუთარ თავს საქართველოს პარლამენტის წევრებად. რომ არ იქნეს ეს იმგვარად გაგებული, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ გამჭვირვალობის და რამეს ვმალავთ, ჩვენ გავაკეთეთ ასევე განაცხადი, რომ ჩვენ საპარლამენტო არჩევნებამდე ვალდებულება ისედაც გვქონდა დეკლარაციის შევსების, ეს დეკლარაციები ხელმისაწვდომია, ამიტომ გამჭვირვალობას არ ვაზიანებთ ჩვენი ამ პოზიციით“, - განაცხადა გვარამიამ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს