ირაკლი კუპრაძე - მზია ამაღლობელი დღეს არის საფრთხეში იმიტომ, რომ ის მე-16 დღეა, შიმშილობს, მხოლოდ წყალს იღებს - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი

მზია ამაღლობელი დღეს არის საფრთხეში იმიტომ, რომ ის მე-16 დღეა, შიმშილობს, მხოლოდ წყალს იღებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

კუპრაძის თქმით, მზია ამაღლობელი არის ის დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც ყველა რეჟიმს ებრძოდა.

„მზია ამაღლობელი დღეს არის საფრთხეში იმიტომ, რომ ის მე-16 დღეა, შიმშილობს, მხოლოდ წყალს იღებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

მაშინ, როცა ბათუმში - მზია ამაღლობელის მშობლიურ ქალაქში მას დევნიან, მოქალაქეებმა, პირველ რიგში, უნდა იცოდნენ, ვინ არის მზია ამაღლობელი - ის არის დამოუკიდებელი, ობიექტური ჟურნალისტი, რომელიც ამ ქვეყანაში არსებულ ყველა რეჟიმს ებრძოდა. ეს იყო ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლა, „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და ახლა, “ქართული ოცნების” პირობებში მას უწევს კრიტიკული ონლაინ გაზეთის ხელმძღვანელობა.

სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობის” დროს სწორედ მზია ამაღლობელმა გააშუქა “ქართული ოცნების” დეპუტატის ცოტნე ანანიძის დაკავება აჭარის ტელევიზიასთან და მაშინ ცოტნე ანანიძის დაკავება გამოიწვია ამ ტელევიზიის მიერ გადაღებულმა და დამონტაჟებულმა კადრებმა და ასე მოხდა მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც - მზიაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაღებული და დამონტაჟებული კადრების საფუძველზე დააკავეს.

მაშინ ცოტნე ანანიძეს თუ ვინმე იცავდა, ეს იყო გამოცემა “ბათუმელები” და დღეს ცოტნე ანანიძე ზის აჭარის უმაღლეს საბჭოში, როგორც „ქოცი“ დეპუტატი და ხმას არ იღებს იმ ადამიანზე, ვისთანაც ის, სამართლიანობის გაგებით, ვალშია”, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას” უწოდებს, სინამდვილეში კი თავისივე რიგებში ჰყავს წინა ხელისუფლების წარმომადგენლობა.

„მე მინდა ვთქვა, ვინ არის “კოლექტიური ნაცმოძრაობა” აჭარაში - ცოტნე ანანიძე ვახსენე და ცოტნე რომ პოლიტპატიმარი იყო, იცით ვინ დაიჭირა? დავით რიჟვაძემ - თორნიკე რიჟვაძის მამამ, რომელიც მაშინ „ზონდერი“ იყო. დღეს ბათუმის მერი არის არჩილ ჩიქოვანი, რომელიც იყო მეგის ქარდავას მოადგილე. რამდენიმე დღის წინ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს ტიტე აროშიძე, რომელიც 2012 წელს იყო ხიმშიაშვილის რაიონის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კოორდინატორი „ნაციონალური მოძრაობიდან”“, - განაცხადა კუპრაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე