თეა წულუკიანი - ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ რაიმე სახის მოლაპარაკებები არ ყოფილა, ამიტომ სრულიად არასწორია იმის მტკიცება, რომ მოლაპარაკებები ჩვენი მხრიდან შეჩერდა

ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ რაიმე სახის მოლაპარაკებები არ ყოფილა, ამიტომ სრულიად არასწორია იმის მტკიცება, რომ მოლაპარაკებები ჩვენი მხრიდან შეჩერდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განაცხადა.

„არ შეიძლება გაყალბებას ჰქონდეს ადგილი, როცა არჩევნებში გამარჯვებულ პარტიასა და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის სხვაობა 800 000 ხმაა. არ შეიძლება გაყალბება იყოს, როცა ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიებით მოხდა და ეს მოწყობილობები დასავლურმა კომპანიებმა დააყენეს. ასევე, დავამატებ იმას, რომ დასავლურმა კომპანიამ და არა რუსულმა, განაცხადა, რომ ეს ტექნოლოგია გაყალბებას შეუძლებელს ხდის.

თუ დარღვევები იყო, მაშინ რვა სხვადასხვა საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და მაინც რაშია საქმე? ფაქტია ის, რომ ხალხს არჩევნების შედეგი არ მოსწონს. საქართველოში, 2022 წლიდან, გვრჩება შთაბეჭდილება და მხოლოდ მე არ ვამბობ ამას, რომ ხალხი საქართველოს დასჯას ცდილობს. ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე მეტი რუსული ოკუპაციის ქვეშ არის და ხალხი კიდევ ამბობს, რომ საქართველო პრორუსულია და დიალოგის ნაცვლად ჩვენს გარიყვას ცდილობს. ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ რაიმე სახის მოლაპარაკებები არ ყოფილა, ამიტომ სრულიად არასწორია იმის მტკიცება, რომ მოლაპარაკებები ჩვენი მხრიდან შეჩერდა. მოლაპარაკებები, რომელიც არც კი არსებობდა. ოპოზიცია პარლამენტში მანდატებზე უარს აცხადებს, მაგრამ თანხა აიღეს, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. გთხოვთ, ასამბლეაში ჩვენს დელეგაციას პატივი სცეთ. გვსურს, რომ საქართველოში იმედის მომცემი ვითარება გვქონდეს. ჩვენ დიალოგს ვითხოვთ, მაგრამ სამწუხაროდ, დისკუსია არ ყოფილა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა