დონალდ ტრამპი - „რკინის გუმბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ

„რკინის გუმბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ტრამპის განცხადებით, აშშ-ში „რკინის გუმბათის“ მშენებლობის დაწყების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა და აღნიშნა, რომ პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება.

„პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი იქნება. მას ძალიან კარგად ვიცნობ და ის შესანიშნავი იქნება. პიტ ჰეგსეტი არის ის, ვინც ჩვენ გვჭირდება, რათა „რკინის გუმბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა, რომელიც ამერიკელებს დაიცავს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, მსგავსი თავდაცვის სისტემით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანიც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ „აშშ-ს ტექნოლოგია არ ჰქონდა“.

„ჩვენ ახლა ფენომენალური ტექნოლოგია გვაქვს. ამას ისრაელში ხედავთ. ვფიქრობ, აშშ-ს ამის უფლება აქვს და ყველაფერი 100%-ით აშშ-ში დამზადდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია