ვალერი ბგანბა - ჩვენ ვართ რუსეთის საიმედო პარტნიორი კოლექტიურ დასავლეთთან დაპირისპირებაში, სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეებიდან მხარს ვუჭერთ მის მიზნებსა და ამოცანებს

ამჟამად აფხაზეთში საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, რომელშიც ახალი თაობის კანდიდატები მონაწილეობენ, საპრეზიდენტო კანდიდატები ერთხმად გამოხატავენ მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციასთან ძმური ურთიერთობების განვითარებისა და განმტკიცებისთვის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას ღია წერილშია აღნიშნული, რომლის ადრესატი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე აფხაზეთში „ძლიერი კონსენსუსი“ არსებობს, რომელიც ე.წ. „არჩევნების“ შედეგების მიუხედავად უცვლელი დარჩება.

„საარჩევნო რბოლის ყველა მონაწილე აცნობიერებს, რომ რუსეთთან მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გასაღებია. გულწრფელად მადლობელი ვართ რუსეთის ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის და ჩვენი მეგობრული ურთიერთობების უნიკალური ფორმატისთვის“, - აღნიშნულია წერილში.

ამასთან, ვალერი ბგანბას მტკიცებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ზოგიერთ რუსულ მედიასაშუალებაში ყალიბდება.

„საკმარისი საფუძვლების გარეშე ამტკიცებენ, რომ აფხაზეთში არსებობენ ძალები, რომლებიც რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შერყევას ცდილობენ“, - აღნიშნულია წერილში.

ვალერი ბგანბა მტკიცებით, აფხაზი ხალხი ყოველთვის ავლენდა ერთგულებას მოკავშირეთა ვალდებულებების მიმართ.

„ჩვენ ვართ რუსეთის საიმედო პარტნიორი კოლექტიურ დასავლეთთან დაპირისპირებაში. სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეებიდან მხარს ვუჭერთ მის მიზნებსა და ამოცანებს, ხოლო ჩვენი თანამემამულეები დონბასში 2014 წლიდან აქტიურად იცავენ „რუსულ სამყაროს“, - აღნიშნულია წერილში.

ვალერი ბგანბას განცხადებით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცრუ ინფორმაციის შემდგომმა გავრცელებამ და ნეგატიური ფონის ხელოვნურად შექმნამ, შეიძლება, ზიანი მიაყენოს აფხაზ და რუს ხალხებს შორის „ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას“.

„ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გაგიწიოთ ყოველმხრივი დახმარება იმ პროცესების პრევენციისთვის, რომელმაც, შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს აფხაზეთსა და რუსეთს შორის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე“, - აღნიშნულია წერილში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო