ეთერ თურაძე - გრიგოლ ბესელია არის პროვოკატორი და ამ რეგიონში ძალადობისთვის და დესტაბილიზაციისთვისაა ჩამოსული -  ბესელია და მისი ხელის ბიჭი დგებუაძე საკადრის პასუხს მიიღებენ

გრიგოლ ბესელია არის პროვოკატორი და ამ რეგიონში პროვოკაციისთვის, ძალადობისთვის და დესტაბილიზაციისთვის არის ჩამოსული, - ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ აჭარის მთავრობის სახლთან მედიასთან მას შემდეგ განაცხადა, რაც აჭარის პოლიციის უფროსს, გრიგოლ ბესელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მისივე თქმით, „გრიგოლ ბესელიამ და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ იძალადეს „ბათუმელების“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელზე, ამიტომ მათ გამოჩენას ყოველთვის პროტესტი მოჰყვება“.

„ესენი არიან პროვოკატორები, რომ შემდეგ ადამიანები დაიჭირონ. მათ არ შეუძლიათ ცემის გარეშე, მათ არ შეუძლიათ დამცირების გარეშე. გრიგოლ ბესელია არის პროვოკატორი და ამ რეგიონში პროვოკაციისთვის, ძალადობისთვის და დესტაბილიზაციისთვის არის ჩამოსული - გრიგოლ ბესელია და მისი ხელის ბიჭი დგებუაძე, ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს. ამ ორმა ადამიანმა იძალადა მზია ამაღლობელზე. ამ ადამიანების გამოჩენას მოჰყვება ის , რაც ახლა ნახეთ. კორუმპირებული , ზნედაცემული პოლიციელები არიან“,- განაცხადა თურაძემ.

ინფორმაციისათვის, აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო, საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ტროტუარზე ცდილობენ, რისი საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. პროტესტი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციელებმა ძალის გამოყენებით, აქციის მონაწილეების მიერ ტროტუარზე გაშლილი კარავი დაშალეს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა