გიორგი ვაშაძე - პირველად, საერთაშორისო დოკუმენტში ოფიციალურად გაჩნდა მოთხოვნა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით - ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია - „ქართულმა ოცნებამ“ თავი იზოლაციაში მოიქცია

პირველად, საერთაშორისო დოკუმენტში ოფიციალურად გაჩნდა მოთხოვნა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით - ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, გადამდები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ქვეყნებისთვის, როგორც სახელმძღვანელო პრინციპი, რითაც, ფაქტობრივად, ახალი არჩევნების მოთხოვნაში ყველა დაგვიჭერს მხარს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც PACE-ის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, რეზოლუციაში არჩევნების შესახებ ჩანაწერი ხაზს უსვამს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია“.

„ფაქტობრივად, პირველად, საერთაშორისო დოკუმენტში ოფიციალურად გაჩნდა მოთხოვნა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია და ახლიდან უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, გადამდები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ქვეყნებისთვის, როგორც სახელმძღვანელო პრინციპი, რითაც, ფაქტობრივად, აბსოლუტურად, ახალი არჩევნების მოთხოვნაში ყველა დაგვიჭერს მხარს. ეს არის თქვენი, ქართველი ხალხის ბრძოლის, იმ უწყვეტი პროტესტის შედეგი, რაც ქუჩებში მიდის და ასევე, ჩვენი ერთიანობის შედეგი. პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან ერთიან ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. სრულად ახალი პროცესი იწყება.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მათ შესწორებებს ერთი მხარდამჭერიც კი არ აღმოაჩნდა. არც კი დადგა კენჭისყრაზე, რადგან არავინ დაუჭირა მხარი. ეს არის რეალობა, მათ საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქციეს. ასე, რომ აპრილამდე ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ, გავიმარჯვოთ; რომ აქ, ევროსაბჭოში ღირსეული წარმომადგენლობა ჰქონდეს საქართველოს, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ამ დოკუმენტით, ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებას“ შეეზღუდა ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა, სადაც ევროსაბჭოს სახელით შეიძლება იყოს წარმოდგენილი. იქნება ეს სადამკვირვებლო მისია, შეფასების მისიები, სამუშაო ჯგუფები, მონიტორინგის ჯგუფები თუ სხვა. სანახევროდ, მხოლოდ და მხოლოდ, სიმბოლურად აქვს ადგილი დატოვებული, მანამ სანამ არ დანიშნავს ახალ არჩევნებს. თუ ამ ყველაფერს არ მოისმენს, საბოლოოდ შეუწყდება უფლებამოსილება. თუმცა იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აპრილამდე სრულად სხვა ვითარება გვექნება ქვეყანაში. ასე რომ, წინ გამარჯვებისკენ!“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კენჭისყრა PACE-ის სხდომაზე გაიმართა.

134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად, ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით.

ცნობისთვის, ასამბლეამ „ქართული ოცნების“ დელეგატების მიერ წარდგენილი სამივე შესწორება უარყო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია