ქუთაისში სილქის ახალი ფილიალი გაიხსნა

სილქი დედაქალაქის ფარგლებს სცდება და პირველად ხსნის ფილიალს რეგიონში, კერძოდ, ქუთაისში. ამიერიდან მომხმარებლები სტანდარტული თუ ექსკლუზიური პროდუქტებით სარგებლობას შემდეგ მისამართზე შეძლებენ: ქუთაისი, ზვიად გამსახურდიას #23. ეს არის ახალ კონცეფციაზე დაფუძნებული ფილიალი, რომელიც მაქსიმალურად მოქნილ გარემოს აერთიანებს როგორც თანამშრომლებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. სხვა სიტყვებით, აქ სწრაფი, ეფექტიანი და ხარისხიანი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.

ამ სიახლესთან დაკავშირებით ინფორმაციას ქუთაისის ფილიალის დირექტორი, ანა კირიაკიდი და სილქის კომერციული დირექტორი, გურამ მგელაძე გვიზიარებენ.

ანა, პირველ რიგში, საინტერესოა, რატომ გადაწყდა ქუთაისში სილქის ფილიალის გახსნა?

ანა კირიაკიდი: სილქის მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ფინანსურ რესურსებსა თუ სერვისებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობა მატულობდა — შესაბამისად, თბილისის გარდა საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გაჩნდა სერვის ცენტრების გახსნის საჭიროება.

მართალია, დისტანციურ რეჟიმში აქამდეც ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ჩვენი მომხმარებელი გამხდარიყო და სილქის საბანკო პროდუქტებით ესარგებლა, მაგრამ ისეთ სერვისებზე (მაგ.,ავტოსესხი და მიკრო ბიზნეს სესხი) გაზრდილმა მოთხოვნამ, რომელთა მისაღებადაც ფიზიკური კონსულტაცია აუცილებელია, ქუთაისში ახალი ფილიალის გახსნა გადაგვაწყვეტინა. შედეგად, მომხმარებლებს შეუძლიათ, ქუთაისშიც სრულყოფილად ისარგებლონ ჩვენი სერვისებით.

ალბათ, წინასწარ შეისწავლეთ, როგორი აუდიტორიაა ქუთაისში, რა სურვილები თუ მოთხოვნები აქვთ ბანკისგანშესაბამისად, რა პროდუქტებს სთავაზობთ ქუთაისის მოსახლეობას?

ანა კირიაკიდი: რა თქმა უნდა, ჩავატარეთ კვლევა და მიღებული უკუკავშირის მიხედვით განვსაზღვრეთ სერვისების საჭიროება. შედეგად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ვთავაზობთ საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებს — მათ შორისაა სამომხმარებლო სესხი მოქნილი პირობებით, საუკეთესო გაცვლითი კურსი, ფულადი გზავნილები და დეპოზიტი. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ უკანასკნელის მეშვეობით მომხმარებლები მიიღებენ მაღალ საპროცენტო სარგებელს; მსხვილი დეპოზიტორებისთვის კი შეთავაზებებს ინდივიდუალურად განვიხილავთ და მათზე მორგებულ პირობებს შევთავაზებთ.

აქვე აუცილებლად უნდა ვახსენო შოპინგ ბარათი — მერე, რომელიც საშუალებას გაძლევთ, 1000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 30 000 ლარამდე ლიმიტით შეიძინოთ ნივთი ან მომსახურება და გადახდილი თანხა გადაანაწილოთ 3-დან 12 თვემდე ვადაზე, ყოველგვარი გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად.

გურამ, გარდა ქუთაისისა თუ იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა სხვა რეგიონებშიც?

გურამ მგელაძე: ქუთაისის ფილიალის შემდეგ ვგეგმავთ ბათუმის ფილიალის გახსნასაც. ამ სიახლის შესახებაც ძალიან მალე მოგიყვებით. მთავარი მიზეზი ფილიალების გახსნისა, როგორც უკვე ახსენა ანამ, დიდ ქალაქებში ისეთ პროდუქტებზე მოთხოვნა იყო, რასაც ფიზიკური კონსულტაცია სჭირდება, თუმცა ბათუმის ფილიალის გახნის შემდეგ, ახლო მომავალში, ქსელის გაფართოება გეგმაში აღარ გვაქვს, ვინაიდან ბრენდის სტრატეგიიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გაციფრულებას ვგეგმავთ.

მთლიანობაში, რა არის კომპანიის სამომავლო ხედვა და რაში მდგომარეობს ბრენდის ციფრულობა?

გურამ მგელაძე: გასულ წელს შევქმენით ახალი საბანკო აპლიკაცია „Silk“ , რომლის საშუალებითაც, სტანდარტულ საბანკო პროდუქტებთან ერთად, მომხმარებელს ახალ გამოცდილებას ვთავაზობთ. აპლიკაციას 2024-ში 145 000 გადმომწერი და 63 ათასი ახალი მომხმარებელი ჰყავს, რაც, ვფიქრობთ, ბრენდის ტრანსფორმაციის პირველი წლისთვის იდეალური შედეგია. ჩვენი მიზანია, უახლოეს მომავალში ბანკში პლასტიკური ბარათი ნელ-ნელა გაქრეს და ყველაფერი იყოს ციფრული. აქვე დავაანონსებ, რომ ვგეგმავთ ლოიალობის პროგრამის ჩაშვებას, რომლის სპეციფიკაზეც ახლო მომავალში კიდევ უფრო დეტალურად მოგიყვებით.

შეგახსენებთ, რომ გარდა ქუთაისისა, სილქის ფილიალი წარმოდგენილია თბილისში: ზაარბრიუკენის #2-ში. სერვის ცენტრები კი — თბილისისა და ბათუმის რედისონებსა და რუსთავის ავტობაზრობაზე.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა