ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა საქართველოში - საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა BTU-სგან

თუ გაინტერესებთ პროგრამირება, კოდინგი, მონაცემთა ანალიზი, გსურთ შექმნათ საკუთარი სტარტაპი ან დასაქმდეთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში, მაშინ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა თქვენთვისაა. დღეს მსოფლიო მასშტაბით მაღალკვალიფიციურ IT სპეციალისტებზე მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე. BTU კი გთავაზობთ პროგრამას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ამავდროულად, პრაქტიკაზე ორიენტირებულია ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე.

პრაქტიკული მიდგომა პირველი დღიდან

ზოგადად, პრაქტიკული გამოცდილება ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია, მაგრამ საინფორმაციო ტექნოლოგიები ის მიმართულებაა, რომელიც ძირითადად სწორედ პრაქტიკას ეფუძნება. BTU-ში სწავლის პირველივე დღეებიდანვე სტუდენტები იწყებენ პრაქტიკულ სამუშაოებს. Python-ის შესწავლა პროგრამის პირველი კურსიდან იწყება, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პროგრამირების ბაზისური უნარებიდან სწრაფად გადავიდნენ რეალური აპლიკაციების შექმნაზე. სასწავლო კურსი მოიცავს ყველა მოთხოვნად პროგრამულ ენას.

საკუთარი სტარტაპის შექმნის შესაძლებლობა

თუ მუდმივად საკუთარი სტარტაპის შექმნაზე ფიქრობთ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ამაშიც დაგეხმარებათ. სფეროს საფუძვლიანი შესწავლის პარალელურად, უნივერსიტეტში გაიგებთ, როგორ შექმნათ სტარტაპი, როგორ მოიპოვოთ დაფინანსება, როგორ მოემზადოთ ფიჩინგისთვის და საბოლოოდ, როგორ აქციოთ თქვენი იდეა რეალურ პროექტად.

ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობა

BTU-ს სტუდენტებს, ტრადიციულად, შესაძლებლობა აქვთ სწავლის 1 სემესტრი ან 1 წელი უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტებში გაატარონ, მიიღონ უცხოურ უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება და ამავდროულად, ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. ეს კი მათი წარმატებით დასაქმების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიებით სარგებლობის შესაძლებლობა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კამპუსში არაერთი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია ფუნქციონირებს. მათ შორისაა: ვირტუალური რეალობის ლაბორატორია -VR Lab, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, ბლოკჩეინ ლაბორატორია, განახლებადი ენერგიების ლაბორატორია და სხვა. ლაბორატორიების ტექნოლოგიურ აღჭურვილობაზე უნივერსიტეტთან ერთად ზრუნავენ მისი პარტნიორი კომპანიები, რომლებიც ტექნოლოგიური ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეები არიან.

მეორე პროფესია

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საინფორმაციო ტექნოლოგიების პარალელურად შეისწავლონ მეორადი პროფესია, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და განვითარებადი სფეროა დღეს. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ისწავლონ მენეჯმენტი, ფინანსები, ციფრული მარკეტინგი ან ფსიქოლოგია, რაც ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტუდენტების სამომავლო კარიერულ განვითარებაზე.

საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით ხდება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 2022 წელს გამოცდებზე რეგისტრაციის მონაცემების თანახმად, BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა იყო. 2025-2026 სასწავლო წელს 525 ახალგაზრდა გახდება აღნიშნული პროგრამის სტუდენტი. სწავლის წლიური ღირებულება 2950 ლარია, თუმცა შესაძლებელია სახელმწიფო გრანტის მიღება.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ დაინტერესების ფორმა.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო