ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ალაფიშვილი გახდა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ალაფიშვილი გახდა. იგი ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ხუთმა წევრმა, ერთხმად აირჩია.

არჩევნებში მონაწილეობას ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფიო თავაძეც იღებდა, თუმცა გუშინ პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე კანდიდატურა მოხსნა, მას მიზეზი არ განუმარტავს.

„არცერთ პარტიაში არ ვარ, შეგიძლია გადაამოწმოთ, ჩემი მიზანია, რომ უნივერსიტეტში არცერთი მხარე არ იყოს დაპირისპირებაში.

ვემხრობი „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, მათ შორის საგარეო კურსთან მიმართებაშიც. არ მიმაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურია. მე არ ვთვლი, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ რუსული კანონია, პოლემიკაში არ შემოვდივარ პოლიტიკოსი არ ვარ... ისეთი პასუხები გაგეცით, რაც არ მოგეწონათ. 6 თვის შემდეგ რა იქნება, არ ვფიქრობ, ჩემთვის მთავარია, ხვალიდან რესურსი უნივერსიტეტის გაძლიერებას მოვახმარო“, - აღნიშნა მამუკა ალაფიშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის პოზიცია თემურ კეჟერაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში სტუდენტების ნაწილი 15 დღეა პროტესტის ნიშნად იმყოფება. მათი თქმით, „დეკანი და სამი სტუდენტი საპატიმროდან გათავისუფლდა, თუმცა ანრი კაკაბაძე საპატიმროში ისჯება, იმისთვის, რომ პროევროპულ აქციებს იღებდა მონაწილეობას და ასევე, უნივერსიტეტში ინციდენტისას დეკანს უცხადებდა მხარდაჭერას“. სტუდენტების მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა