პალესტინის „ისლამურმა ჯიჰადმა“ 7 მძევალი გაათავისუფლა

პალესტინის „ისლამურმა ჯიჰადმა“ შვიდი მძევალი გაათავისუფლა , - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელის ორი მოქალაქე, 29 წლის არბელ იეჰუდი და 80 წლის გადი მოზესი, ასევე, ტაილანდის ხუთი მოქალაქე გაათავისუფლა.

მანამდე, „ჰამასმა“ ისრაელელი ქალი ჯარისკაცი, 20 წლის აგამ ბერგერი გაათავისუფლა.

ისრაელელი მძევლების სანაცვლოდ ისრაელი დღეს 110 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს