გია ვოლსკი - ყველა განვიცდით ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას - პოლიციელისთვის სილის გაწნა, რაც ჟურნალისტმა დაუშვა, არის ერთ-ერთი სერიოზული გასროლა სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ

პოლიციელისთვის სილის გაწნა, რაც დაუშვა ჟურნალისტმა, არის ერთ-ერთი სერიოზული გასროლა სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ - რასაკვირველია, ყველა განვიცდით ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ყველაფერი გაკეთდება, რომ არა მარტო მისი, არამედ ნებისმიერი პატიმრის უფლებები და ჯანმრთელობა იქნას დაცული , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნა იმის შესახებ, რომ "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დაზარალებულად გამოცხადდეს, აბსურდულია.

"მოთხოვნა იმისა, რომ მზია ამაღლობელი გამოცხადდეს დაზარალებულა, რასაკვირველია, იმდენად აბსურდულია, რომ ეს მოთხოვნა თავისთავად, მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი რესურსია დაგროვილი იმისათვის, რომ როგორმე ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან. ასეთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც მოხდა ჩვენს თვალწინ, რასაკვირველია, არის ამ რევოლუციური პროცესის განვითარების ერთ-ერთი ელემენტი - შექმენი სიტუაცია, როდესაც პოლიცია აღარ არის პოლიცია, შექმნი სიტუაცია, როცა ყველაფერი დასაშვებია, მათ შორის, პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა. რასაკვირველია, ყველა განვიცდით მის ჯანმრთელობას და რასაკვირველია, მისი "ფავორიტი" "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდისგან, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, დომ არა მარტო მზია ამაღლობელის, ნებისმიერი პატიმრის უფლებები და ჯანმრთელობა იქნას დაცული. ეს ევალება სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ხელისუფლება ვალდებულია, გაითვალისწინოს ყველას ინტერესი - მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეების და ქვეყანაში შეინარჩუნოს სტაბილურობა. სტაბილურობა აუცილებელია იმისათვის, რომ გადარჩეს სახელმწიფო. ამ სილის გაწნა პოლიციელისათვის, რაც დაუშვა ადამიანმა, ჟურნალისტმა, არის ერთ-ერთი სერიოზული გასროლა სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ", - განაცხადა ვოლსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა