კაია კალასი - უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ - აშშ-სა და ევროკავშირს ამ საკითხზე ერთიანი ხედვა აქვთ

ევროკავშირი და აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის მოხდენა, რადგან აგრესორია სწორედ ისაა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო და რუსეთს შეუძლია დაასრულოს ის მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შეწყვეტით და უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანით. ამიტომ მათზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ“, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, ვაშინგტონსაც ესმის ეს გარემოება.

„გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინის მისამართით ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთა. ასე რომ, ვფიქრობ, სიტუაციის მსგავსი ხედვა გვაქვს“, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ დარწმუნდა, რომ ვაშინგტონს, ისევე როგორც ბრიუსელს, სურს მდგრადი მშვიდობა უკრაინაში და არა დროებითი ზავი.

„ჩვენ გვჭირდება ზუსტად ისეთი მშვიდობა, რომელიც გამორიცხავს რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რუსეთის ფედერაცია თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს სამხედრო ინდუსტრიაში დებს. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად უნდა ვიყოთ ძლიერები, რათა სწორი სიგნალები გავაგზავნოთ“, - აღნიშნა კალასმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა