ვლადიმერ ბოჟაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო კომისია მომავალ კვირას შეიქმნება და 6 თვის განმავლობაში იმუშავებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვლადიმერ ბოჟაძის ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის” სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კომისია მომავალ კვირაში უკვე შეიქმნება და განისაზღვრება მუშაობის გრაფიკი და მიმართულებები.

ბოჟაძის თქმით, საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს.

„[საგამოძიებო] კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია. მომავალ კვირაში უკვე შეიქმნება კომისია, მუშაობის გრაფიკი, მიმართულებები - ეს დეტალები უკვე დაზუსტდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთი კომისია, რადგან ბოლო 12 წლის განმავლობაში, რაც “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში, არ მომხდარა “ნაციონალური მოძრაობის” სამართლებრივი შეფასება, როგორც რეჟიმის. რა თქმა უნდა, ცალკეულმა ლიდერებმა მოიხადეს სასჯელი - მიხეილ სააკაშვილი ახლაც ციხეშია, კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვები გაქცეულები არიან ქვეყნიდან და თავს არიდებენ ქართულ მართლმსაჯულებას, თუმცა, პოლიტიკური შეფასების გარდა, რასაც ქართველი ხალხი აკეთებს უკვე ბოლო 12 წელია, სამართლებრივად ასეთი რამ არ მომხდარა. ამას ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, თუმცა ჩვენ ვასრულებთ საარჩევნო დაპირებას და საგაზაფხულო სესიაზე შეიქმნება კომისია, რომელიც იმუშავებს 6 თვის განმავლობაში. შევახსენებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რა რეჟიმია რეალურად “ნაციონალური მოძრაობა” - რამდენი უბედურება, სისხლი და ცრემლი მოუტანა ქვეყანას და ვინ არიან ის ადამიანები, ვინც დღეს ახალი სახეშეცვლილი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ამოფარებულები კვლავ ცდილობენ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დაბრუნებას და როცა რეჟიმს “ქართულ ოცნებას” ეძახიან, შევახსენებთ, მართლა სისხლიანი რეჟიმი რას ნიშნავს”, - განაცხადა ბოჟაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის