ოთხმა ოპოზიციურმა ძალამ სირიის ხელისუფლებას მიმართა, უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

ოთხმა ოპოზიციურმა ძალამ მიმართა სირიის ხელისუფლებას, უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება.

აღნიშნულის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, ოთხივე პარტიამ სირიის ხელისუფლებას შესაბამისი მიმართვა უკვე გაუგზავნა.

„შეკრებილები ვართ ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით საქართველოს უკეთესი და ევროპული მომავლისთვის. ვახორციელებთ ფუნქციას, რასაც საქართველოს ინტერესებში მოქმედება ჰქვია, მათ შორის, დღეს პირველად ვსაუბრობთ მიმართულებაზე, რასაც არაღიარების პოლიტიკა ჰქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი, რუსეთის მიერ მითვისებული ტერიტორიების მიმართულებით.

ქართულმა ოპოზიციამ, პროდასავლურმა ოპოზიციამ, ოთხივე პარტიამ ჩვენი ხელმოწერით გავუგზავნეთ მიმართვა სირიის ახალ ხელისუფლებას, რომელიც მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგობისა, დღეს სათავეში უდგას საკუთარ ქვეყანას.

როგორც იცით, სირიამ 2018 წელს აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ვითარებაში, როდესაც ასადის კაციჭამია რეჟიმი წასულია და არის ახალი ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ახალ ხელისუფლებას მიმართოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების მოთხოვნით, სრული დუმილის რეჟიმში იმყოფება ამ მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ პროდასავლური ხელისუფლება, რომლებიც არჩევნების შედეგად კოალიციური მთავრობით უნდა მოვსულიყავით ხელისუფლებაში, მაგრამ ხელისუფლება „ქართულმა ოცნება“ მიიტაცა, ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს პატრიოტულ ვალს, ჩვენი სამშობლოს ინტერესებში ვმოქმედებთ და სირიის ხალ ხელისუფლებას მივმართეთ მოთხოვნით, უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება. მიგვაჩნია, რომ დღეს ამაზე უფრო მეტი ფუნქცია საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ რუსული ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელია, როგორც ვხედავთ.

ჩვენი ერთობა უკვე ძალიან ბევრ ვითარებაში ამტკიცებს ჩვენს დიდი ძალას. მინდა გავიხსენო სტრასბურგში მიღწეული წარმატება. ჩვენი პროდასავლური კოალიციის ყველა წარმომადგენელი იქ იმყოფებოდა, რომელიც იმით დამთავრდა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაევალა, აპრილამდე მიიღოს გადაწყვეტილება ხელახალი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ.

რადგან პოლიტპატიმრებს შევეხე, თავისუფლება მზიას! ის უკვე მე-20 დღეა შიმშილობს, თავისუფლება ქათამაძეს, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს და ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც არის ამ რეჟიმის მძევალი, თავისუფლება ამ ხალხს და ცეცხლი ოლიგარქიას“, - განაცხადა გვარამიამ.

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულ საკითხზე დამასკოში ვიზიტი გახდეს საჭირო.

ასევე, მათი თქმით, სირიის ახალ ხელისუფლებასთან “მესიჯი” უკვე მიტანილია და განწყობა პოზიტიურია.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო