ბადრი ჯაფარიძე - ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, რათა უკან იყოს გაწვეული აღიარება სირიის ახალი ხელისუფლების მიერ, არის გზავნილი ოსი და აფხაზი ძმებისა და დების მიმართ, რომ ერთად შევიდეთ ევროკავშირში

ეს ნაბიჯი, რომელიც ახლა გადავდგით, რომ უკან იყოს გაწვეული [ოკუპირებული ტერიტორიების] აღიარება სირიის ახალი ხელისუფლების მიერ, არის ჩვენი გზავნილი ოსი და აფხაზი ძმების და დების მიმართ, რომ ერთად შევიდეთ ევროკავშირში, სადაც არის მშვიდობა და კეთილდღეობა, ასევე, დასრულდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი ოკუპაცია რუსეთის მიერ, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ოთხი ოპოზიციური პარტიის მიმართვა სირიის ხელისუფლებისადმი, რომ უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელიც გაიხსნა იმის შემდეგ, რაც დიქტატორი ასადი გაიქცა სირიიდან, დაემხო მისი რეჟიმი. ჩვენი ევროპელი მეგობრების მეშვეობით ეს კომუნიკაცია დავამყარეთ. შესაბამისად, ოთხივე კოალიციური ცენტრის მხრიდან მივაწოდეთ ხელმოწერილი თხოვნა, მოთხოვნა, რომ უკან იყოს გათხოვილი სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, იმ მოცემულობაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრძელებს იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებას. ჩვენ ვნახეთ, ამას წინ აღუდგა აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ჩვენ უნდა მივმართო მათ, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ახლა გადავდგით, რათა უკან იყოს გათხოვილი აღიარება სირიის ახალი ხელისუფლების მიერ, ეს არის ჩვენი გზავნილი ოსი და აფხაზი ძმების და დების მიმართ, რომ ჩვენ ერთად შევიდეთ ევროკავშირში, სადაც არის მშვიდობა, კეთილდღეობა, დასრულდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი ოკუპაცია რუსეთის მიერ. ამ გზაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სირიის მიერ აღიარების გამოთხოვა“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგის დროს, მხარდაჭერა გამოუცხადა, „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო