ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლა დღეს ბათუმით იწყება

ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლა დღეს ბათუმით იწყება.

თეატრის მსახიობები და რეჟისორები აჭარის მიმართულებით უკვე გაემგზავრნენ. მანამდე ისინი „ახალი თეატრის“ შენობასთან, ოჯახის წევრებთან და გულშემატკივრებთან ერთად შეიკრიბნენ.

როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა განაცხადა, ბათუმში მანიფესტს ადგილობრივები წაიკითხავენ და რეგიონის პრობლემებზე ისაუბრებენ.

„ამ მანიფესტის მთავარი გზავნილი არის სოლიდარობა - სოლიდარობა ერთმანეთისვე მიმართ. მთავარი რის გამოც ჩავდივართ არის ის, რომ მათ მოვუსმინოთ. მანიფესტებს არა ჩვენები, არამედ იქაური, ძალიან მაგარი ხალხი წაიკითხავს. ჩვენთვისაც საინტერესოა, რას გვეტყვიან. ესენი იქნებიან ბათუმელი საინტერესო ადამიანები, ვისაც სათქმელი აქვთ და ბათუმის და ზოგადად, აჭარის პრობლემებზე ისაუბრებენ“,- განაცხადა დოიაშვილმა.

საპროტესტო მანიფესტი ხვალ, 2 თებერვალს სამეგრელოში ჩავა.

ცნობისთვის“ ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლის შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი. როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა, ყველაფერი გააკეთეს, რათა დიალოგი შემდგარიყო პროკურატურასთან, თუმცა, მისივე თქმით, „პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია“.

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის, „ახალი თეატრის“ მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლება მოითხოვეს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა