დონალდ ტრამპი - ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? -აბსოლუტურად! - ევროკავშირი საშინლად გვექცევა

დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს.

„ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? გულწრფელი პასუხი გინდათ თუ პოლიტიკური? აბსოლუტურად. ევროკავშირი საშინლად გვექცევა“, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესება აშშ-ს სავაჭრო დეფიციტის გამოსწორების საშუალებას მისცემს.

„ისინი ჩვენს ავტომობილებს არ იღებენ. ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს არ იღებენ. არაფერს იღებენ. ევროკავშირთან დიდი დეფიციტი გვაქვს. ასე რომ, ევროკავშირთან დაკავშირებით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გავაკეთებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, თეთრი სახლის განცხადებით, დღეიდან აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იან ტარიფებს, ხოლო ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იან ტარიფებს დააწესებს.

„ხვალიდან ეს ტარიფები ძალაში შევა. ეს დაპირებებია, რომელიც პრეზიდენტმა გასცა და შეასრულა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს