ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე - უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე საუბარი ყველასთვის საშიშია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებით, უკრაინაში ომის შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებიდან უკრაინის გამორიცხვა ძალიან საშიში იქნება, - შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვა ან რაიმე სახის დათმობების განხილვა.

ამასთან, ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სისტემის წინააღმდეგ სანქციების მუქარით, ისევე როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებით.

”ვფიქრობ, ეს არის უახლოესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მათ შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ურთიერთობები, მაგრამ უკრაინის შესახებ ჩვენს გარეშე საუბარი ყველასთვის საშიშია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, მისი გუნდი კონტაქტშია ტრამპის ადმინისტრაციასთან, მაგრამ ეს დისკუსიები მიმდინარეობს ზოგად დონეზე და სჯერა, რომ უფრო დეტალური შეთანხმებების შესამუშავებლად მალე პირადი შეხვედრები გაიმართება.

„ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ ამაზე”, - დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება დონალდ ტრამპის კომენტარს მოჰყვა, რომლის თქმითაც, ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირები უკვე საუბრობენ ომის დასრულების საკითხზე და რომ მისი ადმინისტრაცია რუსეთთან ძალიან სერიოზული დისკუსიას აწარმოებს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა