გიორგი ვაშაძე - უნდათ, რომ დაყონ ხალხი ჯგუფებად, არ გამოვა - პროტესტია, ერთად ვართ, მსვლელობა ერთიანია და გვინდა, ერთად ვიყოთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „თბილისი მოლთან“ მობილიზებული საპატრულო პოლიცია ცდილობს, რომ აქციის მონაწილეები ერთმანეთს ხელოვნურად დააშორონ და გაყონ.

როგორც ვაშაძემ განმარტა, ეს ასე არ გამოვა - პროტესტია, მსვლელობა ერთიანია და სურთ, რომ ერთად იარონ.

„მსვლელობაზე პასუხი არ აქვთ და ახლა სხვადასხვა ადგილებში ცდილობენ, რომ ადამიანები ერთმანეთისგან გაყონ. ამიტომ, ჩვენ ველოდებით ხალხს და ვეუბნებით, რომ ხელოვნურად ნუ ძაბავენ სიტუაციას.

უნდათ, რომ დაყონ ხალხი ცალ-ცალკე ჯგუფებად. ეს არ გამოვა- პროტესტია, ერთად ვართ, მსვლელობა ერთიანია და გვინდა, რომ ერთად ვიყოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს