გიორგი ვაშაძე - ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსების განეიტრალებით ხალხს გაანეიტრალებენ, თუმცა ცდებიან, ვინც აქ არის მოსული, ყველა ლიდერია - არ გავჩერდებით და ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ

რაღაც პერიოდი დაკეტილიც იყო გზა, პოლიცია არეულად იქცეოდა, ძალიან ბევრი ადამიანი დააკავა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყოველდღე უნდა იყოს პროტესტის დღე, სანამ ივანიშვილს არ მოვიშორებთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა.

მისი შეფასებით, პროტესტი უფრო და უფრო აქტიური ხდება.

„ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ პროტესტი უფრო და უფრო აქტიური ხდება. ეს პირველი მცდელობაა - ყველაფერს ვსწავლობთ. რაღაც პერიოდი დაკეტილიც იყო გზა, პოლიცია არეულად იქცეოდა, ძალიან ბევრი ადამიანი დააკავა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყოველდღე უნდა იყოს პროტესტის დღე, სანამ ივანიშვილს არ მოვიშორებთ. ადამიანს, რომელსაც მოაქვს ქაოსი და არეულობა ქვეყანაში“, - განაცხად ვაშაძემ.

რაც შეეხება აქციაზე ოპოზიციონერების დაკავებას, ვაშაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური ლიდერები „ქართული ოცნების“ სამიზნეა, რადგან ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსების განეიტრალებით ხალხს გაანეიტრალებენ,

„რა თქმა უნდა, პოლიტიკური ლიდერები მათი [„ქართული ოცნების“] სამიზნეა, რადგან ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსების განეიტრალებით ხალხს გაანეიტრალებენ, თუმცა ძალიან ცდებიან. ვინც აქ არის მოსული, ყველა ლიდერია. აქ ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენ ბევრნი ვართ. რაც არ უნდა ჩვენი თანაგუნდელები და თანამებრძოლები დააკავონ, არ გავჩერდებით და ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია