ჯო უილსონი - დროა, ევროკავშირმა დაასანქციროს არალეგიტიმური ივანიშვილი და მისი ახლო მეგობრები, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს

დროა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს არალეგიტიმურ ივანიშვილს და მის ახლო მეგობრებს, რომლებმაც გააყალბეს ოქტომბრის არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, სამწუხაროდ, უნგრეთი და სლოვაკეთი არასწორად ბლოკავენ სანქციებს.

„ნატო-ს ამ მოკავშირეებს მოვუწოდებ, მოხსნან ბლოკი!“- აცხადებს უილსონი.

ამასთან, მისი თქმით, შთაგონებულია მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც ივანიშვილის უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების 67-ე დღესაც ქუჩებში გამოვიდა.

„ამ სასტიკმა რეჟიმმა გააყალბა არჩევნები და ახლა თავს ესხმის, აკავებს მათ და არბევს მათ სახლებს“, - წერს უილსონი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო