ანა დოლიძე - რეფორმის შედეგად უნდა მოხდეს პოლიციის მუნიციპალიზაცია

არ შეიძლება ყველაფერი ერთ ორგანოში იყრიდეს თავს, აუცილებელია პოლიციის ნაწილი გადავიდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში და ადგილობრივ ხელისუფლებას ემორჩილებოდეს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიციელების იდენტიფიცირება შესაძლებელი უნდა იყოს.

„უნდა გავყოთ პოლიცია და ეს ზონდერები, რომლებიც გუშინ მშვიდობიან მოსახლეობას გამეტებით ურტყამდნენ. პოლიცია - ესენი არიან ქვეითები, ეს არის საპატრულო, ეს არის საზღვარზე მომუშავე ხალხი, რომელსაც 1 500 ლარი აქვთ ხელფასი და თავგანწირვით გვემსახურებიან. ვინც გუშინ ვნახეთ, ისინი არიან ზონდერ ბრიგადები. მათი ქცევა და მაჩვენებლები პოლიციის ქმედებებში არ ჯდება. პოლიციის იდენტიფიცირება „პოლიციის შესახებ კანონის“ მიხედვით უნდა იყოს შესაძლებელი. მათი იდენტიფიცირება ნომრით, სახით უნდა იყოს შესაძლებელი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი.

მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ვსაუბრობდით შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმაზე, დასავლური სტანდარტების შემოღებაზე, არაფერი გაკეთებულა. მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ გვექნება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ეს არის პოლიციის რეფორმა. ერთ-ერთი იდეა, რომელიც ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ეს არის პოლიციის მუნიციპალიზაცია. ისევე, როგორც ვსაუბრობ სასამართლო კლანზე. არ შეიძლება ყველაფერი ერთ ორგანოში იყრიდეს თავს. აუცილებელია, პოლიციის ნაწილი გადავიდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში და ემორჩილებოდეს ადგილობრივ ხელისუფლებას. ზუსტად ისე, როგორც ამერიკაშია. ადგილობრივი პოლიცია და ფედერალური პოლიცია არის სხვადასხვა. ეს იმიტომ ხდება, რომ ვერავინ მოუყაროს თავი ერთ ადგილზე ამ ყველაფერს და მერე არ მართოს ხალხის საზიანოდ. ამიტომ, არის პოლიცია დეცენტრალიზებული. ეს უნდა გავაკეთო ჩვენ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა