პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება

დღეს, 4 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება.

პარლამენტს თავდაპირველად, პრეზიდენტის თანამდებობაზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული ყაველაშვილი მიმართავს. ამის შემდეგ სიტყვით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი გამოვა.

დღევანდელ სხდომაზე პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს და სხდომა ამით დაიხურება.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა