„დევნილების აქცია უსამართლო საბინაო პოლიტიკის წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„დევნილების აქცია უსამართლო საბინაო პოლიტიკის წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აფხაზეთის ომიდან სამი ათწლეულის შემდეგაც კი დევნილთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს ნორმალური საცხოვრისი და მათი უმეტესობა ისევ დროებით კომპაქტურ ჩასახლებებში ცხოვრობს.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დევნილებს.

„2025 წლის 27 იანვარს, დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა დევნილთა სააგენტოსთან თავის დაიწვა. ის შეხვედრასა და ვინმესთან ლაპარაკს ითხოვდა, საცხოვრისთან დაკავშირებით. დღეს, 1-ელ თებერვალს ზამირ კვეკვესკირი საავადმყოფოში, მრავლობითი და მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა. ეს არ არის ცალკე მდგომი ტრაგედია. კორუფციულ რეჟიმს დევნილები თვითმკვლელობამდე მიჰყავს უკვე მრავალი წელია. კორუფციულ რეჟიმს მხოლოდ მაშინ ახსენდება დევნილები, როცა მათგან ხმის მიღება სჭირდება, ან მათი ტრავმებით მანიპულირებას ცდილობს“, - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან შემდეგი სახის წარწერები განათავსეს: „ღირსეული ცხოვრება დევნილებს“, „დევნილი ბავშვების გეშინოდეთ“, „კორუფცია კლავს“.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა