იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოთხი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოთხი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოთხი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძის, დიმიტრი ჯავახაძისა და გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.

კენჭისყრამდე, კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს, მათ შორის, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოთხი წევრის თანამდებობებზე კანდიდატები საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი