გიორგი მარგველაშვილი - უკვე წაგებული ადამიანის მუქარის ფორმაა, როდესაც კანონში წერ, თუ არ მოგწონვარ, დაგიჭერ - ეს კანონები არ არის თავისუფალი ადამიანებისთვის, არამედ მონებისა და მოღალატეებისთვის, თითქოს მათ დაიცავს

კანონში რომ წერ, თუ შენ შეურაცხყოფას მომაყენებ, ციხეში ჩაგსვამ, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ ამის უნარი არ გაგაჩნია და უბრალოდ მემუქრები, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან, ასევე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება შეაფასა.

როგორც მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, აღნიშნული კანონები არ არის იმ ადამიანებისთვის, ვინც თავისუფლები არიან, არამედ „მონებისა და მოღალატეებისთვის, თითქოს ეს კანონი მათ დაიცავთ“.

„წარმოიდგინეთ რამდენად კომიკური და უსუსურია ეს ყველაფერი. ეს რეალურად ხომ არ იწერება იმათთვის, ვინც ამ კანონს დაარღვევს. ეს იწერება საკუთარი საზოგადოებისთვის, რომ ამ პოლიტიკური დაჯგუფების სახეებს მისცენ დარწმუნება, რომ მათ ვიღაც იცავს. თუ ამ ხარისხის შეზღუდვის თავი გაქვს, შენ ეს კანონი არ გჭირდება. არც ჩრდილოეთ კორეაში, არც საბჭოთა კავშირში არ იყო ასეთი კანონები. რატომ? იმიტომ, რომ იმ რეჟიმებს თავი ჰქონდათ, რომ ეს გაეტარებინათ კანონების გარეშე. ამიტომ არის ეს კომიკური. კანონში რომ წერ, თუ შენ შეურაცხყოფას მომაყენებ, ციხეში ჩაგსვამ ეს უკვე იმის მანიშნებელია, შენ ამის უნარი არ გაგაჩნია და უბრალოდ მემუქრები. რა თქმა უნდა, ამას დაწერენ და რაღაც შემთხვევებში აღასრულებენ, მაგრამ ეს უკვე წაგებული ადამიანის მუქარის ფორმაა. როდესაც კანონში გიწერ თუ არ მოგწონვარ დაგიჭერ, შენ უკვე წაგებული ხარ. თუ ასეთი დიქტატორი ხარ, იმ დიქტატურებში, სადაც ასე ცხოვრობენ, იქ კანონი არ უნდა ამის აღსრულებას. ანუ ვერ ხარ ისეთი დიქტატორი, რადგან ხარ სხვა ქვეყანაში და სხვა საზოგადოებაში და არ გაგივა ეს ყველაფერი.

ეს კანონები არ არის იმ ადამიანებისთვის, ვინც თავისუფლები არიან, მათთვის არის ვინც მონები და მოღალატეები არიან, თითქოს ეს კანონი მათ დაიცავს“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც მეოთხე პრეზიდენტმა აღნიშნა, როდესაც სიტუაცია ხელიდან გაგექცა, ადამიანს 10-დღით თუ 15- დღით ჩასვამ, არაფერს ცვლის პოლიტიკურ პროცესში.

„როდესაც შენ შენს არსენალში დაგრჩა დღეების მომატება, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი შესაძლებლობების პალიტრა ამოიწურა. როდესაც 4 000 შეშინებული, შენიღბული ადამიანი გამაღიზიანებელ რაღაცებს აკეთებენ, ეს არის რეალობის არაადეკვატური აღქმა. ადამიანი, რომელიც მიდის პროტესტზე და წინააღმდეგობას გამოხატავს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს 15-დღით ჩაჯდება თუ 30-დღით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს რაღაც ფორმა მისცეს თავის პოლიტიკურ ცხოვრებას.

„მარაზმის და აბსურდის ლიმიტი რთული დასადგენია. ეს შეიარაღებული დაჯგუფება (ქართული ოცნება) ცდილობს, რაღაც ფორმა მისცეს თავის პოლიტიკურ ცხოვრებას. აბსურდის და სიურრეალიზმის კონტექსტში ცხოვრობენ.

ისინი აცხადებენ ომს ჩვენი ცხოვრების წესთან მიმართებაში. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ყველანი მონა უნდა ვიყოთ. ამ თვალსაზრისით შეცვლადი არაფერია - ისინი და ჩვენ, ასეთი რეალობაა. მათი ძალადობა არის მათი უნარი რამდენსაც შეძლებენ იმდენი იძალადონ“, - აღნიშნა მან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს