დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატები ღაზას სექტორს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს

შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და იქ სამუშაოს განახორციელებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“აშშ საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს ღაზას და ჩვენ შევასრულებთ სამუშაოს. პასუხისმგებელი ვიქნებით ადგილზე არსებული ყველა საშიში აუფეთქებელი ბომბისა და სხვა იარაღის დემონტაჟზე, მოვაშორებთ დანგრეულ შენობებს. შექმენით ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს შეუზღუდავი რაოდენობის სამუშაო ადგილებს და საცხოვრებელს ამ ტერიტორიის მოსახლეობისთვის. ჩავატარებთ ნამდვილ სამუშაოს“, - აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, რა უფლებამოსილება აქვს სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის დასაწესებლად, ტრამპმა უპასუხა, ამ საკითხს თვეების განმავლობაში ყურადღებით სწავლობდა.

„ვხედავ გრძელვადიანი მფლობელობის პოზიციას და ვხედავ, რომ ეს დიდ სტაბილურობას მოუტანს ახლო აღმოსავლეთის ამ ნაწილს და შესაძლოა მთელ ახლო აღმოსავლეთს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში ღაზას სექტორი სიკვდილისა და განადგურების სიმბოლოა და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხალხი იქ ცხოვრობს ისაა, რომ მათ ალტერნატივა არ აქვთ.

ტრამპის მტკიცებით, პალესტინელი ხალხი ეგვიპტესა და იორდანიაში უნდა გადასახლდეს და რომ პალესტინელებს სხვა ქვეყნებიც მიიღებენ.

აშშ-ის პრეზდენტის თქმით, „სხვა ადამიანების, ძალიან მდიდარი ქვეყნების მიერ მიწოდებული უზარმაზარი თანხა“ საშუალებას მისცემს პალესტინელებს ექვს სხვადასხვა ადგილას გადასახლდნენ.

კითხვაზე, თუ ვინ იცხოვრებს საბოლოოდ ღაზაში, როდესაც მას აღადგენენ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ადგილი.

„ჩემი წარმოდგენით, იქ იცხოვრებს მსოფლიო ხალხი, მსოფლიოს ხალხი”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მოსახლეობა უნდა იყოს წარმოდგენილი მთელი მსოფლიოდან. ტრამპის თქმით, ღაზას სექტორი "ახლო აღმოსავლეთის რივიერა" გახდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა