კახა კალაძე - დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონისთვის ტერიტორიის შერჩევა გრძელდება - კვლევების პირველი ეტაპი დასრულდა

საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონის მოწყობისთვის კვლევების პირველი ეტაპი დასრულდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, პოლიგონის მოსაწყობად თბილისის შემოგარენში უკვე შერჩეულია რამდენიმე ლოკაცია და მათი დეტალური შესწავლა მიმდინარეობს.

„დედაქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონისთვის ტერიტორიის მოძიება გრძელდება. იცით, რომ არსებული პოლიგონი დიდ პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში, მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის - არის საკმაოდ მძიმე ვითარება, გაუსაძლისი სუნი, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს და დაშორება მცირეა, პოლიგონის არსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენს. ადგილობრივებს შექმნილი აქვთ საინიციატივო ჯგუფი, ჩვენ მათთან არაერთი შეხვედრა გვქონდა. ჯერ კიდევ გასულ წელს დავპირდით, რომ ამ საკითხზე მუშაობას დავიწყებდით. ყველა საერთაშორისო სტანდარტს ვიცავთ. დავიწყეთ შესაბამისი კვლევები. შერჩეულია უკვე რამდენიმე ლოკაცია თბილისის შემოგარენში, 50 კმ რადიუსში და დეტალურ შესწავლას ვიწყებთ, თუ სად შეიძლება აღნიშნული პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება არსებულ პოლიგონს და იმ პრობლემებს, რომლებიც მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს, კალაძის თქმით, „დაპირებისამებრ ყველაფერი მოწესრიგდება“.

„ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ ევროპისა რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, მათი სპეციალისტები ჩართულნი არიან პროცესში. პირველ რიგში, ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას გამოვასწორებთ. ნაჟური წყლები, რომელიც ერთ-ერთ არხში ჩაედინება და მოსახლეობას ძალიან აწუხებს, უნდა მოწესრიგდეს. აღნიშნულ საკითხზე გვქონდა კომუნიკაცია „თბილსერვის ჯგუფთან“. პირველ რიგში, ადგილზე ყველა პრობლემას გადავჭრით, რაც მოსახლეობას აწუხებს. სამწუხაროდ, 15 წლის წინ, როცა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი დიდ ლილოში მოწყობილიყო, არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. უბრალოდ მივიდნენ, დაიწყეს ამოთხრა და ამდენი წელია პრობლემა არსებობს, მოსახლეობას კი ეს ყოველივე ძალიან აწუხებს. ჩვენ მათ დავპირდით და ყველაფერს მოვაწესრიგებთ“, - აღნიშნა კალაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის