ვლადიმერ ბოჟაძე - საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არსებობს - პირველს ნიკა გვარამიას დავიბარებდი

საგამოძიებო კომისიის შექმნა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოხდეს “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც რეჟიმის სამართლებრივი შეფასება - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას ეყოფა გონიერება და ითანამშრომლებენ კომისიასთან, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ვინც მიიღებს მოწვევას და დაბარებული იქნება კომისიის განხილვაზე, თუ არ ითანამშრომლებს, არსებობს სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლები რომლებიც ასევე ითვალისწინებს კომისიასთან ართანამშრომლობის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

„საგამოძიებო კომისიის შექმნა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის”, როგორც რეჟიმის სამართლებრივი შეფასება. რაც 12 წლის განმავლობაში ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო არ მომხდარა. მოხდა მხოლოდ პოლიტიკური შეფასება - ვგულისხმობ იმ შედეგებს, რომელიც დადგა ყველა არჩევნებზე, მათ შორის 26 ოქტომბერს. ახლა მოხდება სამართლებრივი შეფასება - 6 თვე აქვს კომისიას იმისთვის, რომ ამ საკითხებზე იმუშაოს. ის, ვინც მიიღებს მოწვევას და დაბარებული იქნება კომისიის განხილვაზე, თუ არ ითანამშრომლებს არსებობს სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლები - 349, 350-ე, 351-ე, რომლებიც ასევე ითვალისწინებს კომისიასთან ართანამშრომლობის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამის მაგალითები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ არსებობს ევროპული პრაქტიკა, მაგალითად, პოლონეთში. თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას ეყოფა გონიერება და ითანამშრომლებენ კომისიასთან”, - განაცხადა ბოჟაძემ.

კითხვაზე, ვინ წარმოუდგენია მას პირველ რესპონდენტად საგამოძიებო კომისიაში, ბოჟაძემ უპასუხა, რომ დაიბარებდა „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა გვარამიას.

„მე მაგალითად, დავიბარებდი გვარამიას და მოვისმენდი, რა დავაშავეთ 7 ნოემბერს, რატომ დაგვარბია სამჯერ, რატომ აიღეს შტურმით “იმედი”. მანამდე, რატომ აიღო და დაარბია ტელეკომპანია “იბერია”. ასევე ვკითხავდი, რატომ გააკოტრა “რუსთავი 2”, ახლა რას ერჩის “მთავარს” და ა.შ”, - განაცხადა ბოჟაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის