შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტაზე - ის, ვინც დემოკრატიისა და მოსახლეობის შანტაჟს ცდილობს, ყოველთვის სამართლიან პასუხს მიიღებს - ვერ დავუშვებთ ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას!

ის, ვინც დემოკრატიისა და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს ცდილობს, ყოველთვის სამართლიან, კონსტიტუციურ პასუხს მიიღებს - ქართველი ხალხის სახელით, ვერ დავუშვებთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია, დემოკრატია იყოს უგულებელყოფილი და რომ რადიკალური ოპოზიცია, მისი შიდა თუ გარე მფარველების მეშვეობით, ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას ცდილობდეს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც 49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში იმყოფებოდნენ, „რეალურად, პარლამენტში არცერთი დღე არ უმუშავიათ“.

„ის, ვინც დემოკრატიისა და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს ცდილობს, რა თქმა უნდა, ყოველთვის სამართლიან, კონსტიტუციურ, კანონიერ პასუხს მიიღებს ამაზე. [მას შემდეგ, რაც ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შევიდა] გახსოვთ, რომ სხდომების ნახევარზე მეტი გაცდენა ჰქონდათ, ხან ბოიკოტის გამო, ხან ისე. რეალურად, პარლამენტში არცერთი დღე არ უმუშავიათ. იმის გამო, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მათ შანსი მისცა, წარმოედგინათ საკუთარი ამომრჩევლის ნება, ამან გამოიწვია ის, რომ რადიკალური ოპოზიცია შეეცადა ეს პრეცედენტად ექცია. 2024 წლის არჩევნების შემდეგაც ზუსტად იმავე მცდელობას ვხედავთ - არჩევნების გაუქმებისა და ხალხის ენის უარყოფის. ვხედავთ იმავე მეთოდებს, მათ შორის, მანდატებზე უარის თქმის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ, ქართველი ხალხის სახელით, ვერ დავუშვებთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია, დემოკრატია იყოს უგულებელყოფილი და იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია, მისი შიდა თუ გარე მფარველების მეშვეობით, ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას ცდილობდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს - საბოლოოდ, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. კენჭისყრის შედეგებს უმრავლესობის წევრები ტაშით შეხვდნენ. პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს