გიგა ბოკერია - საგამოძიებო კომისიაზე დემონსტრაციულად არ ვაპირებ მისვლას - არ ვაპირებ, რომ ეს გავხადო ცენტრალურ თემად და მერე სასამართლოს კლოუნადები ვამართინო

თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის სამართლებრივი შეფასების მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ანუ კლოუნადა ამ არალეგიტიმურ პარლამენტში, რა თქმა უნდა, დემონსტრაციულად არ ვაპირებ მისვლას, - ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” დამფუძნებელმა გიგა ბოკერიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო მას ბრალი წაუყენონ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ეს უდავოდ შეიძლება მოხდეს“, თუმცა, მისივე თქმით, „ამით ვერაფერს მოიგებენ“.

“თუ ეს კომისია შეიქმნება, ანუ კლოუნადა ამ არალეგიტიმურ პარლამენტში, რა თქმა უნდა, დემონსტრაციულად არ ვაპირებ მისვლას. კითხვა-პასუხის შიში კი არ მაქვს. მე პირადად, არ ვაპირებ, რომ ეს გავხადო ცენტრალურ თემად და მერე სასამართლოს კლოუნადები ვამართინო. თუ გადაწყვეტენ ამა თუ იმ პოლიტიკური ოპონენტის დაკავებას, ეს არის ნაწილი ბევრად უფრო დიდი პრობლემის, რომ ქვეყნის თავისუფლებასა და სახელმწიფოებრიობას უქმნიან საფრთხეს. პოლიტიკური დევნა, თავისთავად, უზარმაზარი პრობლემაა, ეგ სჭირდებათ თქვან, რომ ეს არის ბრძოლა ყოფილ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანუ დღევანდელ ოპოზიციასა და ჩვენს შორის. ეგ უნდათ და ამისთვის აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ, რომ სცადონ ჩვენი საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა”, - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერია ასევე შეეხო პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრების მიერ მანდატების არდატოვების საკითხსაც და აღნიშნა, რომ არგუმენტი იმუნიტეტის თაობაზე არასერიოზულია, რადგან ამ რეჟიმის პირობებში ეს ინსტრუმენტი არ მუშაობს.

“მე როგორც მახსოვს, გახარიას პარტიას ნათქვამი აქვს, რომ მანდატებზე უარის თქმის განაცხადს მერე შევიტანთო და ჩემთვის ეგეც არ იქნება გასაგები, თუ ამას რაღაც მიზეზით წელავენ. ის არგუმენტი, რომ რაღაც იმუნიტეტი იცავს მათ, ჩემი აზრით, არ არის სერიოზული იმიტომ, რომ ამ რეჟიმის პირობებში ეგ ინსტრუმენტი არ მუშაობს. თუმცა, არ არის ეს ჩემთვის მთავარი და გადამწყვეტი საკითხი. ოპოზიციური კლასის კრიზისი ბევრად უფრო ღრმა არის, ვიდრე ერთი ცალკეული პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება”, - განაცხადა ბოკერიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს