ოთარ შამუგია - დღევანდელი რეალობით, ვფიქრობთ, რომ ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება - ამ ეტაპზე, რაიმე გამოწვევას ვერ ვხედავთ

დღევანდელი რეალობით, ვფიქრობთ, რომ ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება - ამ ეტაპზე, რაიმე გამოწვევას ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილმა ოთარ შამუგიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მიხეილ ყაველაშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს უსმენენ.

შამუგიას თქმით, ლარის კურსის მერყეობა ფუნდამენტური ფაქტორებით არაა გამოწვეული და ამიტომ, მისივე შეფასებით, ეროვნული ბანკის პოზიცია, რომ პროცესში ხისტად არ ერევა, სწორია.

„ვხედავთ, რომ ამ წლების განმავლობაში კურსთან დაკავშირებით გვაქვს მერყეობები, თუმცა ეს არ არის ფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეული. ეს უფრო გამოწვეულია სხვადასხვა მოლოდინით. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი, ჩემი აზრით, სტაბილურად და სწორად მოქმედებს და არ აკეთებს ხისტ ჩარევას ამ პროცესში, ვინაიდან ხედავს, რომ ეს პროცესები არის არა ფუნდამენტური მოვლენებით გამოწვეული, არამედ სხვადასხვა შოკით, არასტაბილური სიტუაციით, რომელიც წყნარდება და შემდეგ კურსი უბრუნდება ძველ ნიშნულს. ამას ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ვხედავდით. ამ ეტაპზე, ვერ ვხედავთ რაიმე ისეთ გამოწვევას ამ კუთხით, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. ამაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები. თუმცა დღევანდელი რეალობით, ვფიქრობთ, რომ რაიმე საფრთხე ლარის სტაბილურობას არ ემუქრება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს