ბათუმში სილქის ფილიალი გაიხსნა

სილქი გაფართოებას განაგრძობს და, ქუთაისის შემდეგ, ბათუმშიც გახსნა ფილიალი. მართალია, ადგილობრივ მოსახლეობას აქამდეც ჰქონდა საშუალება, სილქის სწრაფი სერვისებით ესარგებლა, ვინაიდან რედისონში უკვე ფუნქციონირებდა სილქის სერვის ცენტრი. თუმცა, მოთხოვნის შესაბამისად, ფიზიკური კონსულტაციის საჭიროებაც გაჩნდა. შედეგად, ამიერიდან შეგიძლიათ, მას ბათუმში შემდეგ მისამართზე ეწვიოთ: შალვა ინასარიძის #13.

რა სერვისებით ისარგებლებთ სილქის ბათუმის ფილიალში?

სილქის სხვა ფილიალების მსგავსად, მომხმარებლები აქაც სხვადასხვა საბანკო პროდუქტებით თუ სერვისით ისარგებლებენ: სამომხმარებლო სესხი, ავტოსესხი, მიკრო ბიზნეს სესხი, ანაბარი, შოპინგ ბარათი „მერე“ თუ სხვა.

საინტერესოა, რომ ავტოსესხი განსაკუთრებით საინტერესო პროდუქტი აღმოჩნდა ბათუმის მოსახლეობისთვის. ამის გათვალისწინებით, სილქი მათ ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხის აღებას საუკეთესო პირობით სთავაზობს; კერძოდ, 70 000 ლარამდე თანხის მოთხოვნას შეძლებენ შემოსავლების დადასტურების გარეშე, 5-თვიანი საშეღავათო პერიოდით. ხოლო ისინი, ვინც არსებულ ავტოსესხს სილქში დააპორტირებენ, 10%-მდე ნაკლებ, ეფექტიან განაკვეთს მიიღებენ.

ამავდროულად, ბათუმის მაცხოვრებლები შეძლებენ, სილქში სხვადასხვა მიზნით მიიღონ მიკრო ბიზნეს სესხი: იქნება ეს ბიზნესის გაფართოებასთან, სამომხმარებლო თუ პირად მიზნებთან დაკავშირებული. რაც მთავარია, სილქში ინდივიდუალურად განიხილავენ მსესხებლის პირად საჭიროებებს.

ხოლო დეპოზიტის მეშვეობით, მომხმარებლები მაღალ საპროცენტო სარგებელს მიიღებენ. თანაც, ამ შემთხვევაშიც, მსხვილი დეპოზიტორებისთვის შეთავაზებებს ინდივიდუალურად განიხილავენ და მათზე მორგებულ პირობებს შესთავაზებენ.

დამატებით რა სერვისს უნდა ელოდეთ სილქის ბათუმის ფილიალში?

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალ ფილიალში სილქნეტის ფიქსირებულ და მობილურ პროდუქტებთან დაკავშირებითაც მიიღებთ მომსახურებას. უფრო კონკრეტულად, აქ შესაძლებელია სასურველი ნომრის შერჩევა და ქსელში ჩართვა, მომსახურების პაკეტის გააქტიურება და პორტირების პროცედურის გავლა. ასევე, სურვილის შემთხვევაში, დეტალურად გაეცნობით კომპანიის ფასდაკლებებსა თუ შეთავაზებებს.

როგორც სილქში აღნიშნავენ, ბათუმის ფილიალში სილქნეტის მომსახურების ცენტრის ამოქმედება კომპანიის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და, ამავდროულად, ნებისმიერ ადგილობრივ მომხმარებელს თუ ტურისტს შეუქმნის კომფორტს, სწრაფი მომსახურებით ისარგებლოს.

ამ ყველაფერთან ერთად, უნიკალურ შეთავაზებაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც სილქ ბანკმა სპეციალურად სილქნეტის მომხმარებლებისთვის შეიმუშავა; კერძოდ, თუკი მინიმუმ 6 თვის განმავლობაში სილქნეტის ერთ-ერთი პროდუქტის მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ, 5000 ლარამდე ოდენობის სესხი სულ რაღაც 3 წუთში, ყოველგვარი საბუთისა თუ შემოსავლების დადასტურების გარეშე მიიღოთ.

---------------------------------------------------------------------------------------------

შეგახსენებთ, რომ გარდა ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებისა, სილქის მომსახურების მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: თბილისში: ზაარბრიუკენის #2-ში. სერვის ცენტრები კი — თბილისისა და ბათუმის რედისონებსა და რუსთავის ავტობაზრობაზეა განლაგებული.

ინფორმაციას "სილქ ბანკი" ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის