ჯო უილსონი - ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან განვიხილეთ, კოლექტიურად როგორ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან განვიხილეთ, კოლექტიურად როგორ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

უილსონმა შეხვედრა გამართა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მარგუს ცაჰკნასთან (ესტონეთი), კესტუტის ბუდრისთან (ლიეტუვა) და ბაიბა ბრაჟესთან (ლატვია).

“მადლიერი ვიყავი ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შევხვედროდი, მარგუს ცაჰკნას, კესტუტის ბუდრისსა და ბაიბა ბრაჟეს, რათა განგვეხილა კოლექტიურად როგორ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს. ბალტიის ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელი არიან. მიხარია მათი დამოუკიდებლობა!” - წერს უილსონი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს