ლევან მგალობლიშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ვლადიმერ ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი მრჩევლის ვლადიმერ ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ლევან მგალობლიშვილი გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის შვილის ვლადიმერ ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა, აფხაზეთის მთავრობაში ჩემი მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

აფხაზეთის მთავრობის სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს ამ დიდ დანაკარგს", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს