პაატა დავითაია - ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და ვუსამძიმრებ ოჯახს ვლადიმერ ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია თამაზ ნადარეიშვილის შვილის, ვლადიმერ ნადარეიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და ვუსამძიმრებ ვლადიმერ ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახს. მე წლები მომიწია მასთან მუშაობა, სამწუხაროა, რომ ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი: საქართველოზე, აფხაზეთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. შეუფასებელია მისი ოჯახის და მამის თამაზ ნადარეიშვილის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელიც იყო გამორჩეული ადამიანი სწორი ღირებულებებით და პრინციპებით.

ვწუხვარ, რომ ვლადიმერ ნადარეიშვილმა თან გაიყოლა და ვერ აისრულა საკუთარ სახლში - აფხაზეთის მიწა-წყალზე დაბრუნების ოცნება. იმედს ვიტოვებ, რომ მისი ოცნება, აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს შემადგენელ ნაწილად, აუცილებლად ასრულდება“, - აცხადებს პაატა დავითაია, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები